„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ განახლება, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. რაც შეეხება თავად შერჩევის პროცესს, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი და პოლიტიკური პროცესია. გამომდინარე აქედან, საკადრო გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის საფუძველზე მიიღება.
ჩვენ გვჭირდება კადრების მოძიება როგორ დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტია სათანადოდ განახლდეს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალი სახეების შერჩევის პროცესში კერძო კომპანია იქნება ჩართული.
„პროცესი თავისი შინაარსით არსებითად პოლიტიკურია და გადაწყვეტილებებიც სწორედ ასეთი შინაარსით მიიღება. ეს არის მიმდინარე პროცესი, ჩვენი შიდა სამზარეულო, რომლის შედეგებს საზოგადოება საპარლამენტო არჩევნების წინ იხილავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.