weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო ბიზნესს ატერორებდეს – კალაძე

17:31 პარასკევი, 08 მარტი 2019

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას გამორიცხავს. კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა.

„2012 წლიდან თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს. არვიცი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც, კონკრეტული პიროვნება რაღაც არასწორს და კანონსაწინააღმდეგოს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვასილ სოფრომაძემ გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ფინანსთა სამინისტროს მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

„ერთი წელიწადია უკვე, ჰაერში დაკიდებული ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან, რომ აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს“, – ამბობს სოფრომაძე.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები მის მაღაზიებში „იპარავენ“ და „იარაღს ატრიალებენ“, რისი დამადასტურებელი კადრებიც აქვს.

სოფრომაძის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, როდესაც ბიზნესმენი ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებს, ან უნდა დაადასტუროს, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი აგოს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა „უდიდეს პატივს სცემს თითოეულ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]