weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართული ოცნებიდან“ ახმეტის საკრებულოს წევრი შვედეთში თავშესაფარს ითხოვს

17:56 პარასკევი, 08 მარტი 2019
ფოტოზე მარჯვნივ მაგდანა ალხანაშვილი ფოტოზე მარჯვნივ მაგდანა ალხანაშვილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „ქართული ოცნებიდან“ პანკისის ხეობის სოფელ ხალაწნის მაჟორიტარს, მაგდანა ალხანაშვილს, საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, მაგდანა ალხანაშვილი შვედეთშია და თავშესაფარს ითხოვს.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ითიურიძის განცხადებით, მაგდანა ალხანაშვილს 2018 წლის ივნისიდან საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია. „შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაგვიდასტურა, რომ მაგდანა ალხანაშვილს გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი“, - აღნიშნავს ითიურიძე.

მაგდანა ალხანაშვილი „ქართული ოცნებიდან“ 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნულ ფორუმს“ ხელმძღვანელობდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაგდანა ალხანაშვილი ხალაწნის მაჟორიტარობის კანდიდატად ისევ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, პანკისის სათემო რადიო იუწყება, რომ შვედეთში თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი ხეობაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, პანკისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელს, მელსი ბაღაკაშვილსაც.

ახლო ნათესავების თქმით, საქართველო მან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გასულ წელს დატოვა. ნათესავები მელსი ბაღაკაშვილის მიერ თავშესაფრის მოთხოვნაზე არ საუბრობენ. მელსი ბაღაკაშვილი ბოლო პერიოდში პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდები აქტიურად ითხოვდნენ სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას.

შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მორგან იოჰანსონის განცხადებით, ბოლო თვეებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ისევ გაიზარდა. შვედეთის მიგრაციის სააგენტოს ინფორმაციით, სულ 2018 წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 1156 განაცხადი მიიღეს. თავშესაფარი საქართველოს 5 მოქალაქეს მიენიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]