weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ფრესკოს“ დამფუძნებლის ვიდეომიმართვამ შინაგანად შემძრა – ბესელია

14:16 შაბათი, 09 მარტი 2019

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას თქმით, „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ვასილ სოფრომაძის ვიდეომიმართვამ შინაგანად შეძრა. ამის შესახებ ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, ბიზნესის თავისუფლება, ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური უფლების გარანტია სასამართლოთი იქმნება ქვეყანაში. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც განსაზღვრავს ხელისუფლების იმ ორი შტოს მოქმედებასაც. დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე ლაპარაკობდა ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის ვიდეომიმართვა გავრცელდა, მე შინაგანად შემძრა. შეიძლება ვიღაც ამაზე ქილიკობს და ხუმრობის ხასიათზე დგება, მაგრამ მე შემძრა ამ ამბავმა, რადგან

ეს ადამიანი თავისი უფლების გასარკვევად ისევ სასამართლოში უნდა მივიდეს. ვისთან ვუშვებთ ჩვენ, მეთოფიშვილთან? ადამიანთან, რომელიც დღეს სიმბოლოა უვადოდ დანიშნული უსამართლობის. ეს ერთი თემა განსაზღვრავს ქვეყანაში ყველაფერს“, – ამბობს ბესელია.

„ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ 7 მარტს ვიდეომიმართვა გაავრცელა. ის ფინანსთა სამინისტოს მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. გარდა ამისა, ამობობს, რომ ამავე სამინისტროს თანამშრომლები მისი მაღაზიებში პროდუქციას იპარავენ და იარაღს „ატრიალებენ“.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, შიდა აუდიტის სამსახურმა სოფრმაძის ბრალდებებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]