weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნების“ წევრებს მეტყველებასა და კამერასთან მოქცევაში ამზადებდნენ – კვაჭანტირაძე

15:12 შაბათი, 09 მარტი 2019

პარტია „ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტის დეპუტატები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებენ, რომ მმართველი პარტია საკუთარ წევრებს მეტყველებასა და კამერის წინ მოქცევაში ტრენინგებს უტარებდა. ფოფხაძისა და კვაჭანტირაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკოსებს ხელოვნურად ქმნის.

„ცოტა სასაცილო თემად მეჩვენა და თავიდან, რომ მითხრეს, მეგონა, რაღაც კომედიური შოუს იწერდნენ და ალბათ იმისთვის უნდათ ეს ყველაფერი-თქო. ჩვენ ეს გამოვიარეთ, დავინახეთ, როგორ უნდა პარტიას, რაღაც ტრენინგებით შექმნას პოლიტიკოსები.

პრობლემა არის არა იმაში, რომ ტრენინგებს უტარებენ პოლიტიკოსებს პრობლემა არის იმაში, რომ ცდილობენ, ცალკეული პიროვნებებისგან პოლიტიკოსი შექმნან ტრენინგებზე.

თუ პოლიტიკოსი რომელიც შეიქმნა ქუჩაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში, თავისი ბიოგრაფიით და საჭიროებს რაღაცის დახვეწას, ამაში ლოგიკა არის, მაგრამ სხვაა, როდესაც ქმნი ლაბორატორიას, სადაც ცდილობ ხელოვნურად გამოიყვანო შარიკოვები და მათ დაარქვა პოლიტიკოსები“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. მისივე თქმით, მსგავს ტრენინგში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ თქვა, ტრენინგები ჯგუფურად ტარდებოდა და ის რამდენიმე მსგავს შეხვედრას დაესწრო: „მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მითხრეს, რომ შენ ხარ overqualified და შეგიძლია წახვიდეო“.

კითხვას, რა ტიპის ტრენინგები უტარდებოდათ „ქართული ოცნების“ წევრებს, კვაჭანტირაძემ უპასუხა: „მეტყველება, როგორ უნდა დაიყენო მეტყველება, როგორ უნდა დაჯდე კამერის წინ. ორ თუ სამ შეხვედრაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. გვეცინება, მაგრამ ამაში განსაკუთრებული მემგონი არაფერია. ყველა პარტია აკეთებს“.

ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ტრენინგების შესახებ კულუარული ინფორმაცია ჰქონდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს მოდელირებულ გადაცემებშიც აღებინებდნენ მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]