weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დღეს თაკო ჩარკვიანის პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდება

12:52 კვირა, 10 მარტი 2019

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“ დღეს ოფიციალურად შეიქმნება. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, 14:30 საათზე შეიკრიბება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „კანონი და სამართალი“ პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება იქნება, რომელიც ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე იმუშავებს.

„კრიზისია. თავზე ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუციები. ჩამოგვეშალა - ეს ის სიტყვა არ არის, მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, რა აკლია ამ ქვეყანას, მოგიტრიალდებათ და გეტყვით - კანონი და სამართალი, იმიტომ, რომ კორუფცია და უსამართლობაა. შვილმკვდარი მამები მივიღეთ რუსთაველზე, მომავალ თაობას მარიხუანის პლანტაციები შესთავაზეს, ინფლაციაა წარმოუდგენელი, დაქცეულია ხალხი. მიზანმიმართულად შეჩერებულია მუშაობა ნატო-ს და დასავლეთის ვექტორის მიმართულებით“, – განაცხადა ყრილობის დაწყებამდე თაკო ჩარკვიანმა.   

ჩარკვიანმა ახალი პარტიის დაფუძნება გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დააანონსა. როგორც ის აცხადებდა, პარტია ითანამშრომლებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან და მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

თაკო ჩარკვიანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მის საარჩევნო კამპანიაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]