weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

15:29 ორშაბათი, 11 მარტი 2019

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. ნარჩემაშვილის განცხადებით, უმრავლესობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტს, რომლის ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელიასთან ერთად თავადაც იყო.

გარდა ამისა, ნარჩემაშვილის თქმით, მისი უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ პარლამენტმა ჩააგდო „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

„არასოდეს მიძებნია საბაბი. პირიქით, მაქსიმალურად ვეძებდი რესურსს გუნდის შიგნით და ვფიქრობ, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად ამოვწურე. ჩემთვის მთავარი ერთი რამ არის – ჩემთვის სულ გაუგებარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაში ვიყავი, როგორც ხდებოდა, რომ „ქართული ოცნების“ საჯარო ტრენდი იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება და იმავდროულად, დღის წესრიგიდან შინაარსის აბსოლუტურად ამოღება ხდებოდა. ჩემთვის ეს იყო შეუთავსებლის შეთავსების მცდელობა, რომელიც ბუნებრივად აჩენს გაუგებრობას ამომრჩეველში, შემდეგ ეს გადადის უკმაყოფილებაში, შემდეგ კი აგრესიაში“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

კობა ნარჩემაშვილი „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს. პარლამეტში ის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]