weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

13:12 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დელეგაციასთან ერთად, სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილს ერევნის აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთან.

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე, პარლამენტის წევრები – კახაბერ ოქრიაშვილი, გივი ჭიჭინაძე, ენზელ მკოიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]