weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

10:30 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი,  მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზეიკიძე გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა „რეგინფოს“ ინფორმაციით, ეს საკადრო ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ერეკლე ტრიპოლსკისთან დაპირისპირებას უკავშირდება.

საქმე ეხება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის გიზო ჩოხელის საქმიანობას. დუშეთის გამგებელი აუდიტის სამსახურმაც არაერთხელ ამხილა დარღვევებში, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დაზუსტებული ინფორმაციით, დარღვევებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, გოჩა ზეიკიძემ წერილით პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა და გამგებლის გათავისუფლება მოითხოვა, რამაც ერეკლე ტრიპოლსკის გაღიზიანება გამოიწვია. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ტრიპოლსკი ლობირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]