weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პარტია „კანონი და სამართალი“ თამარ პატარაიამ დატოვა

11:49 შაბათი, 16 მარტი 2019

თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“ ერთ-ერთმა წევრმა, თამარ პატარაიამ დატოვა. ამ გადაწყვეტილების შესახებ პატარაიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. მისი თქმით, ახლად დაფუძნებული პარტიის რიგებიდან წასვლის მიზეზი იდეური სხვაობაა.

„სამწუხაროდ, ჩვენი შეხედულებები და მიმართულებები რამდენიმე საკვანძო საკითხში ერთმანეთს კატეგორიულად არ ემთხვევა, რის გამოც მივიღე კიდეც ეს გადაწყვეტილება“, – წერს თამარ პატარაია.

პარტია „კანონი და სამართალი“ ოფიციალურად ერთი კვირის წინ, 10 მარტს დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდის წევრებად ირაკლი ღლონტი, მიშა რამიშვილი, ქეთი ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია და მარი საველიძე წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]