weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

ლევანი სჭირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, მაგრამ ეზიზღება ეს სფერო – უცნობი

12:18 შაბათი, 16 მარტი 2019 hits 706

მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პოლიტიკაში მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დაბრუნების შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი ძმა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს სჭირდება, თუმცა, ამ ეტაპზე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

„შეიძლება დაუჯერებელი ამბავიც კი არის, მაგრამ ცოტა ვიკონფლიქტეთ მე და ლევანმა იმ თემზე, უნდა დაბრუნებულიყო თუ არა პოლიტიკაში. მე იმიტომ კი არ ვთხოვ, რომ იდეაფიქსი მაქვს პოლიტიკაში დაბრუნდეს. უბრალოდ, ის სჭირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცესა და სინამდვილეს, მაგრამ იმდენად ეზიზღება ეს სფერო, რომ დღეს, ამ სიტუაციაში, გახედვაც არ უნდა იქით“, – განაცხადა უცნობმა.

რამდენიმე დღის წინ, მწერალმა დავით მაღრაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურება და ძველი თანაგუნდელების გაერთიანება დააანონსა. მაღრაძის თქმით, ის ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეებსაც დაუკავშირდა, რომლებიც 2012 წლამდე ამ მოძრაობის წევრები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]