weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა

23:32 შაბათი, 16 მარტი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სენაკში იმყოფებოდა, სადაც გალში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, კვარაცხელიას გარდაცვალების რეალური გარემოება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგინდეს. მისივე თქმით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კომპლექსურ ექსპერტიზას ატარებს, რომელიც არსებულ კითხვებზე პასუხს გასცემს.

„გამოძიებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ეს საკითხი, მიმდინარე კვირას, უკვე იყო თანათავმჯდომარეებთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ისინი მომდევნო კვირას მოსკოვში იქნებიან და სწორედ რუსულ მხარესთან დააყენებენ საკითხებს, რაც ირაკლი კვარცხელიას გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ყველა იმ მასალისა და გარემოების აუცილებლად გაცნობის თაობაზე, რაც ხელთ უნდა გვქონდეს. მათ შორის,

აფხაზური მხარის მიერ ნახსენები იყო კადრები, რომლებიც შეიძლება გამოძიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.

არსებობს ისეთი ფორმატები, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი, რაშიც ასეთი ტიპის მასალები იცვლება და ჩვენ გვქონია კიდეც პრეცედენტი, როდესაც ქართული მხარე გარკვეულ ვიდეოკადრებს გაცნობია. ველოდებით, რომ თანამშრომლობა ამაზე მაინც შედგება. ვფიქრობ, რომ ახლა ეს ყველას ინტერესში უნდა იყოს“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მან გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ამისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს.

„თანათავმჯდომარეებმაც დააყენეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის აუცილებლობა, რადგან ის წარმოადგენს სწორედ იმ ფორმატს, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა ინციდენტზე იქნეს რეაგირება. სწორედ ასეთ ფორმატში ხდება აუცილებელი ინფორმაციის გაცვლა. მათ შორის, მასალების, მტკიცებულებების თუ გამოძიებისთვის საყურადღებო ნებისმიერი დეტალისა. რა თქმა უნდა, ველოდებით რუსული მხარისაგან, იმიტომ, რომ დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალება რუსების მიერ უკანონოდ დაკავების პერიოდში, იზოლატორში მოხდა. დღემდე მოწოდებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის შედეგად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენთვის ობიექტური გარემოებების დაგდგენა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის თქმით, მისი უწყება და ადგილობრივი ხელისუფლებაც მაქსიმალურად ეცდებიან ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მხარში დაუდგნენ.

12 მარტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ცხელი ხაზით მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქემ, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე სადამკვირვებლო მისიას დე ფაქტო ხელისუფლებამ შეატყობინა. ირაკლი კვარაცხელია რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის იყო დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]