weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს – ნაკაიძე სესიაშვილის ინიციატივაზე

13:41 ორშაბათი, 18 მარტი 2019
ფოტო © RFE / RL ფოტო © RFE / RL

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ისარგებლებენ, დისკრიმინაციულია.

„კანონპროექტი, რომელიც დღეს, სავარაუდოდ, დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობთ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი, განსაკუთრებით დისკრიმინაციული. არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში.

რაც შეეხება მუსლიმი თემის დამოკიდებულებას, ზოგადად მუსლიმ თემს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ უჭირს, არასოდეს გაქცეულა სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან.

ჩვენ, როგორც მოქალაქეები, ვალდებულები ვართ დავიცვათ ქვეყნის დემოკრატიულობა, სეკულარიზმი, თანასწორობა და თანასწორუფლებიანობა. არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე სახის დისკრიმინაციას თანხმობა ჰქონდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბრძოლა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ნაკაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, რელიგიათა საბჭოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები კონსულტაციებს გამართავენ და სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით საერთო პოზიციას ჩამოაყალიბებენ.

„ვცდილობთ, რომ ეს კანონპროექტი ამგვარად და ასეთი ფორმით არ დარეგისტრირდეს, ან თუ გავა და კანონად იქცევა, მივმართავთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა კანონი ასეთი დისკრიმინაციული მიდგომით ძალაში არ შევიდეს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]