weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მასწავლებელს, რომელიც სოფელში გადავა, შესაძლოა კარ-მიდამო და პირუტყვი გადასცენ

16:44 ორშაბათი, 18 მარტი 2019

პარლამენტის წევრის, ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, შესაძლოა ქალაქიდან სოფელში სამუშაოდ გადასულ მასწავლებლებს კარ-მიდამო, ნაკვეთი და პირუტყვი გადასცენ. როგორც ქანთარიამ განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ინიციატივა პედაგოგებისთვის სტიმულის მიცემას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ამ საკითხზე განათლების მინისტრთანაც ისაუბრა.

„დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, რომ მასწავლებლებს სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეთ. გვქონდა ასეთ ვარიანტზეც მსჯელობა, რომ თუ ჩავა აქედან ადამიანი, მათ მისცენ კარ-მიდამო, ნაკვეთი, პირუტყვი და რამდენიმე წლის შემდეგ ეს გადავიდეს მის პირად საკუთრებაში.

ეს იქნება გარკვეული სტიმული. აი, ეს ინიციატივა იყო. მქონდა ამაზე საუბარი და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში ეს გარკვეულწილად საქმეში გადავა. ასე რომ, მიდის ფიქრი ამაზე და არა მარტო ფიქრი, არამედ კონკრეტული ქმედებები“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ.

დღეს განათლების კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, რომელიც გულისმობს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის, საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100%-ის მიცემას ნაცვლად 50%-ისა; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისთვის შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100%-ის მიცემას ნაცვლად 50%-ისა.

ემზარ კვიციანის განცხადებით, მისი კანონპროექტი შეაჩერებს მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციას და გააუმჯობესებს ასეთ დასახლებებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, აამაღლებს მათი ცხოვრების დონეს, ხელს შეუწყობს დასაქმებას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პედაგოგთა ნაწილში ანაზღაურების გაზრდის თვალსაზრისით. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]