weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სესიაშვილმა სამხედრო სამსახურზე მისი ინიციატივის განხილვის შეჩერება მოითხოვა

13:47 სამშაბათი, 19 მარტი 2019

პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, შეაჩერონ მისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირებს, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლება აღარ ექნებათ.

სესიაშვილის თქმით, მისი ინიციატივა დისკრიმინაციული არ არის, თუმცა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რის გამოც გეგმავს კომიტეტზე განხილვამდე კანონპროექტი შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილოს.

„სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემას შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას. თუ ასე გაგრძელდა, სერიოზული პრობლემა შეექმნება თავდაცვის სექტორს.

ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ 6 900-მა წვევამდელმა, არაკეთილსინდისიერად თავი აარიდა კონსტიტუციურ ვალდებულებას. ამიტომ, გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს ხანებში გეგმავს შეხვედრას იმ რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც „კეთილსინდისიერად სარგებლობდნენ ამ შეღავათით“.

ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები გათავისუფლდებიან. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ექნებათ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად.

სესიაშვილის ამ ინიციატივის საფუძველი პარტია „გირჩის“ მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლებაა“. აღნიშნული ორგანიზაცია წვევამდელებზე გასცემს სასულიერო პირის მოწმობებს, რაც მათ საშუალებას აძლევს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი აარიდონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]