weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩვენი გეგმით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს – ბახტაძე

10:18 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

„რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს მოიცავდა და აღნიშნა, რომ განათლების სფეროში საშუალო ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„პირადად ჩემთვის ეს არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის, მასწავლებლის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი გეგმის მიხედვით, ხელფასი, რომელიც მასწავლებელმა უნდა მიიღოს, 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ ვზრდით ანაზღაურებას. ეს აუცილებლად გასაკეთებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში დაასახელა იაპონიის წარმატებული მაგალითი, რომელმაც სკოლამდელ განათლებაში მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.

„სკოლამდელი განათლება არის ძალიან ფაქიზი თემა. სამწუხაროდ, საქართველოში სკოლამდელი განათლება საერთო განათლების სისტემის ნაწილი არ იყო, რაც დიდი შეცდომაა. ჩვენ ამას გამოვასწორებთ, ვინაიდან სკოლამდელ ასაკში ბავშვის ნიჭის და პოტენციალის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იაპონია ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლება და ჩვენ ვსწავლობთ ყველა ქვეყნის წარმატებულ გამოცდილებას. რაც შეეხება სასკოლო განათლებას, ჩვენ სწორება გვაქვს ფინურ მოდელზე. პროფესიულ განათლებაში კი ჩვენთვის მთავარი ორიენტირია გერმანიის, ისევე, როგორც შვეიცარიისა და ავსტრიის გამოცდილება, ვინაიდან ჩვენმა ინიციატივამ უნდა უზრუნველყოს მყისიერი დასაქმება და პროფესიულ განათლებას ამ ყველაფერში გადამწყვეტი როლი აქვს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]