პარლამენტის წევრებს აღნიშნული ინსტრუქცია მას შემდეგ დაურიგდათ, რაც გუშინ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად უმრავლესობამ ხმების მოგროვება ვერ შეძლო. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ტექნიკური გაუგებრობა გახდა.
„წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.