weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს საპატიმროებში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან

17:08 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში“, – განაცხადა პარლამენტში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

როგორც თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას.

„სამწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს. ამ მემორანდუმით ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომელიც ალბათ, ზოგიერთის თვალში „წარუმატებლები“ არიან – ავსტრია, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]