weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დეპუტატებს კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის მიწის რეგისტრაციის რეფორმა - თეა წულუკიანი

15:25 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ ისაუბრა.

„მე მინდა, შესაბამის დარგობრივ კომიტეტს და ბატონ ოთარ დანელიას ვუთხრა მადლობა. ჩვენ თქვენი დახმარებით გავაგრძელეთ 2016 წელს მიღებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის ივლისამდე. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამას მხარი დაუჭირა და ვის, თუ არა თქვენ - დეპუტატებს კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ დიდი მნიშვნელობის არის ეს რეფორმა. დღეის მდგომარეობით 629 ათასი მიწის ნაკვეთი არის გამარტივებულად და სრულიად უფასოდ რეგისტრირებული. რომ არ ყოფილიყო ეს რეფორმა, მოქალაქეები გადაიხდიდნენ 34 მილიონ ლარს. შესაბამისად, დანაზოგი მოქალაქეების ჯიბიდან ამ რეფორმის შედეგად არის ეს თანხა. ვფიქრობ, რომ არის ძალიან ხელშესახები წარმატება ამ ჩვენი რეფორმის, თუმცა, მარჯვენა ფლანგი ამას ალბათ წარუმატებლობის სიაში მოიაზრებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია
 
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]