„პირველი საჯარო დაწესებულება საქართველოში, და ამ რეგიონში, ამ სიტყვით ფართო გაგებით, გახლავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა. დღევანდელი მონაცემებით 2 მილიონი ტრანზაქცია უძრავ ქონებებზე არის სწორედ ამ დაცულ სივრცეში განთავსებული. ეს პილოტური პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი ვიქნებით საკმარისად გაბედულები და მოტივირებული, რაც, იუსტიციელებს არ აკლიათ, ჩვენ შევძლებთ, რომ სანოტარო მომსახურებაშიც დავნერგოთ ეს უსაფრთხო ტექნოლოგია, გარდა იმისა, რომ სამეწარმეო რეესტრსა და უძრავ ქონებაზე ტრანზაქციების მიმართულებით ეს ტექნოლოგია გავაძლიეროთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო