weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვერ გესაუბრებით რუსულად, ეს არ არის ენა, რომელიც გვაერთიანებს – პრეზიდენტი გარდაბანში

17:59 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

„მე თქვენთან ვერ ვისაუბრებ რუსულ ენაზე. ეს გამორიცხულია, რადგან ეს არ არის ის ენა, რომელიც გვაერთიანებს. მე შემიძლია აზერბაიჯანულად, რამდენიმე სიტყვა ვისწავლო და გითხრათ რომ „ნოვრუზ ბაირამ იზინ მუბარაკ“ და კიდევ მეტს ვისწავლი, მაგრამ თქვენი, ახალგაზრდების მომავალი და ჩვენი საერთო მომავალი მაინც იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენი იდენტობის მთავარი ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, რითიც საქართველო საუკუნეების მანძილზე მოდიოდა.

„ეს ღირებულება დღეს სუსტდება მსოფლიოში და ჩვენთანაც. ზოგჯერ არ გვესმის ამ ღირებულების მნიშვნელობა ბოლომდე. ამის გარეშე ვერც ვიცხოვრებთ, ვერც სახელმწიფოს ავაშენებთ, ვერც წინ წავალთ და ვერც განვვითარდებით. ძალიან ამაყი ვარ და ამას ვამბობ მთელს მსოფლიოში, რომ საქართველო არის ადგილი, სადაც ყველას შეუძლია ცხოვრება; სადაც სხვადასხვა წარმოშობის, სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ერთად ცხოვრობენ ისე, რომ მათ შორის არანაირი კონფლიქტიც კი არა, არანაირი უთანხმოება არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]