weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა

00:40 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ორშაბათს, 25 მარტს ეწვევა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ კიდევ უფრო ძლიერი გახდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.

„ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზავნილის გაჟღერება ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტული შემდეგი წლების განმავლობაში როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ნატოსთვის. ეს იყო ის გზავნილი, რომლის მიტანასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპული საზოგადოების და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება წარმოუდგენელია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2019 წელს ნატოსთან საქართველოს დაახლოება იქნება კიდევ უფრო შედეგებზე ორიენტირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]