weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შალვა შავგულიძე არჩევნებში ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატია

12:57 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში 19 მაისს გაიმართება, მათი კანდიდატი „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება.

„ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი და სტრატეგიული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ვროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ.

ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზისა და მომავლის ხედვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ თანამშრომლობა არის საფუძველი მომავალი განვითარების.

ის შუღლი, ბოროტება, გაუტანლობა, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად თესავს, უნდა დასრულდეს და იმედი გვაქვს, რომ ეს მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში მოხდება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.

შალვა შავგულიძის თქმით, საარჩევნო ბლოკის შექმნა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ სტრატეგიული პოლიტიკური თანამშრომლობის დასაწყისია, რომლის მიზანიც იქნება ავტორიტარული მმართველობის დაუშვებლობა, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის რეალური მექანიზმების ამოქმედება, ქვეყნის მართვა კონსტიტუციურ კონტროლს დაქვემდებარებული მცირე, მაგრამ ეფექტიანი მთავრობის მეშვეობით, ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვა, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის განხორციელება.

„ჩვენ უარი ვთქვით პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და შურისძიებაზე და ვიხედებით მომავლისკენ. გვაქვს ქვეყნის განვითარების პოზიტიური გეგმა და კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენი ვალდებულებაა, მომავალ თაობას დავუტოვოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო თვალსაზრისით მშვიდობიანი და უსაფრთხო, დემოკრატიული, სამართლიანი, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ის, რამაც გაგვაერთიანა ერთ პოლიტიკურ ბლოკად და რამაც გადაგვაწყვეტინა გავაგრძელოთ თანამშრომლობა მომავალშიც“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]