weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის საკრებულოში „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ფრაქციას ქმნიან

13:43 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ძლიერი გორი“ შეიქმნება, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორი და „ევროპული საქართველოს“ ერთი დეპუტატი გაერთიანდება. პირველი აპრილიდან საკრებულოში უკვე შვიდი ფრაქცია იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები იყვნენ. ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ფრაქცია ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დაიშალა, რაც მესამე წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა დატოვა. ამბარდნიშვილი მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობიდან“ გარიცხეს.

ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი 2000 ლარია, ხოლო მოადგილის - 1200 ლარი. „ძლიერი გორის“ შექმნის შემდეგ, ხელფასს ვასილისა ჯაბახიძე და კახა ბურჯანაძე აიღებენ, ბექა ქორჩილავა კი ანაზღაურების გარეშე რჩება.

ამ დროისთვის გორის საკრებულოში სულ ექვსი ფრაქციაა. „ქართულ ოცნებას“ ხუთი ფრაქცია აქვს შექმნილი: 1. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; 2. „ქართული ოცნება – კონსერვატორები“; 3. „ქართული ოცნება – მრეწველები“; 4. „ქართული ოცნება – მწვანეები“; 5. „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები“. მეექვსე ფრაქციაა „პატრიოტები ხალხის სამსახურში“.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]