weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ივანიშვილი გარანტიაა, რომ ჩვენს სუვერენტიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ – წულუკიანი

14:20 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენტიტეტის პატივისცემის გარანტიაა. ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვყეანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი დღეს ქვეყანაში, მშივდობის, სტაბილურობისა და იმის, რომ ჩვენს სუვერენტიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ.

აი, ეს არის. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის საკმარისი, რომ მე მის გვერდში ვიდგე, ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი. მე არსად გახტომას თუ გამოხტომას არ ვაპირებ. არ ვიქნები ამ ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული მინისტრი? – ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მე არც გუნდის და არც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრობა არ მჭირდება, ამისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და უთხრა, რომ ივანიშვილი მათი  „ასე მარტივი სახსენებელი არ არის“. წულუკიანის თქმით, მან „ძალიან ბევრი კარგი რამ“ იცის ბიძნა ივანიშვილის შესახებ.

„ის სიკეთეები, რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი ვიცი. და მე ვიცი, თქვენგან განსხვავებით, მისი ფასი“, – აღნიშნა წულუკიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]