weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესია

14:48 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019
ფოტოზე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ფოტოზე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

დონეცკისა და ლუგანსკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილე პირებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ე.წ. არჩევნებს „აკვირდებოდნენ“.

კერძოდ, სასანქციო სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, დე ფაქტო დეპუტატი ალმასხან არძინბა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ოლეგ არშბა. ასევე სიაში არიან ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი, დე ფაქტო დეპუტატები ბახვა თედეევი და იგორ ჩოჩიევი, დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე დავით გაზაათი.

შავ სიაში მოხვედრილ პირებს უკრაინაში ანგარიშებს დაუყადაღებენ და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ. სანქციები სამი წელი იმოქმედებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განკარგულება გუშინ გამოქვეყნდა. სულ სიაში 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]