weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დანაშაულის ზრდა გამოწვეულია აღრიცხვის სიზუსტით – ბახტაძე

14:02 პარასკევი, 22 მარტი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოპოზიციის მტკიცება, რომ კრიმინალის თვალსაზრისით ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც კრიმინოგენურ მდგომარეობაზე განამარტების გასაკეთებლად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ძირეულად შეიცვალა დანაშაულის აღირცხვისადმი მიდგომა, რამაც განაპირობა ის, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით დანაშაულის ზრდის მაჩვენებელმა 54% შეადგინა.

„2018 წლიდან შეიცვალა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა სრულიად ახალი მიდგომა. ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მთავრობამ და საზოგადოებამ გააკონტროლოს, მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს ნებისმიერ ფაქტი, მიუხედავად იმისა, სახეზე გვექნება თუ არა დანაშაულის ყველა ნიშნანი. ასევე შესაძლო დანაშაულის ბუნება, სიმძიმე თუ გახსნის ალბათობა.

სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო და მუდამ იქნება ღიაობა და გამჭირვალობა, ანუ, ძირეულად შეიცვალა მიდგომა, დანაშაულის აღირცხვისადმი და ის უფრო დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს.

სიმართლე არის სწორედ ის, რომ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დიახ, დანაშაულის ზრდა 54%-ით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინება.

„დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მაჩვენებლები ან უცვლელია ან შემცირებული, ხოლო მატება  ძირითადად ისეთ დანაშაულებზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა  ან გავაუმჯობესეთ აღრიცხვა. კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობის მაჩვენებელი. შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება – თითქმის 18%-ით.

სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობადობის ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გამოიწვია პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდაც. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება ოჯახში ძალადობა, მუქარა და სხვა დანაშაული.

ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთებისა და ჯანმრთელობსი წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, ვსაუბრობთ ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე, ანუ სწორედ იმ კატეგორიების დანაშაულებზე, რომლებზეც პირდაპირ ახდენს გავლნას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება.

მინდა საზოგადოებას მივმართო და ვუთხრა, რომ მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, ხოლო დანაშაულის ჩამდენმა კანონით დადგენილი წესით შესაბამისი პასუხი მიიღოს“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 62% მოდის ისეთ დანაშაულებებზე, რომელთა რეგისტრაცია ადრე ნაკლებად ხდებოდა და დღეს სრულფასოვნად რეგისტრირდება.

„ლოგიკურია, რომ ამიტომაც გაიზარდა მუქარის, ნივთის დაზიანების, თვიმკვლელობამდე მიყვანის მაჩვენებელი. მაგალითად, ადევენების მაჩვენებელი, რომელიც მანამდე საერთოდ არ რეგისტრირდებოდა, გაზრდილია რამდენჯერმე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]