weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რამდენიმე არასამთავრობო პირდაპირ ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში – კობახიძე

14:22 პარასკევი, 22 მარტი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წელს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც მისი შეფასებით, სერიოზული პრობლემაა.

„მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავად იყო ინიციატორი „30 თეთრის კამპანიის“, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ ფენომენის დისკრედიტებას. კიდევ ერთ ორგანიზაციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი ჰქონდა განთავსებული საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კონფერენციაზე „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზეც ისაუბრა და თქვა, რომ იგი პირდაპირ ატარებდა ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის საწინააღმდეგო „აგიტაციას“, რაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ.

„პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები, რომელებიც იმავდროულად, იყვნენ დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამ პროცესის. ბუნებრივია, ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, ვინც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს, ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხა სფეროდან. ეს იყო ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ბოლშევიკური, გინდათ ეს ტერმინი გამოვიყენოთ. არა მხოლოდ არ მოხდა რეაგირება მათი მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მსგავს პირობებში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დამოუკიდებელი დაკვირვება ვერ განხორციელდება.

„ასევე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ყალბი ID ბარათებს და სიების შეგროვების თაობაზე. ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები. ბუნებრივია, ჩვენ ინტერესებში იყო, თუ არსებობდა ასეთი ინფორმაცია, ეჭვების გაქარწყლება. ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, რამაც გაამყარა ეჭვები იმის თაობაზე, რომ განცხადების მიზანი იყო ჩვენი ოპონენტის საარჩევნო მხარდაჭერა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან სუსტია, რაც გამოსწორებას საჭიროებს. მისი შეფასებით, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ საერთაშორისო პარტნიორებმა.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში გამორიცხული იყოს არასამთავრობოების პირდაპირი მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში. ეს ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული არასამთავრობოების, არამედ ზოგადად, მისი ფენომენის დისკრედიტებას“, – განაცხადა კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]