„დღეს თუ შეიძლება, რომ 4 საათამდე იყოს სამუშაო დღე? თუ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა პარასკევობით, რომ დავთქვათ 4 საათამდე. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება“, – განაცხადა შალელაშვილმა 22 მარტს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატის ამ სურვილის დაკმაყოფილება გაუჭირდებათ, რადგან პარასკევობით პარლამენტს დატვირთული გრაფიკი აქვს.
„იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რომ 9 საათზეც გვიჭირს ხოლმე მუშაობის დასრულება, მითუმეტეს, პარასკევს არის ინტერპელაციები და მთავრობის მოსმენები საკმაოდ ხშირად. ამიტომ, შეიძლება გაგვიჭირდეს“, – უპასუხა დეპუტატს ირაკლი კობახიძემ.