weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2021

სასიამოვნო იქნება, პარასკევობით 4 საათამდე ვიმუშაოთ – დეპუტატი შალელაშვილი

00:47 შაბათი, 23 მარტი 2019 hits 745

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შოთა შალელაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა ინიციატივით, რომ პარასკევობით მუშაობა ადრე დაასრულონ.

„დღეს თუ შეიძლება, რომ 4 საათამდე იყოს სამუშაო დღე? თუ ჩვენ მოგვიწევს მუშაობა პარასკევობით, რომ დავთქვათ 4 საათამდე. მოკლე დღეა და სასიამოვნო იქნება“, – განაცხადა შალელაშვილმა 22 მარტს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატის ამ სურვილის დაკმაყოფილება გაუჭირდებათ, რადგან პარასკევობით პარლამენტს დატვირთული გრაფიკი აქვს.

„იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რომ 9 საათზეც გვიჭირს ხოლმე მუშაობის დასრულება, მითუმეტეს, პარასკევს არის ინტერპელაციები და მთავრობის მოსმენები საკმაოდ ხშირად. ამიტომ, შეიძლება გაგვიჭირდეს“, – უპასუხა დეპუტატს ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]