weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

ევროკავშირი ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს

11:47 სამშაბათი, 11 აპრილი 2017

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს ევროკავშირი არ აღიარებს. ამის შესახებ 10 აპრილს, ჟურნალისტებთან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ევროპის კავშირი არ აღიარებს იმ ჩარჩოებს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები და რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის სახელწოდების შეცვლას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების მიმართ, რასაც ემსახურება ჩვენი თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და როგორც იცით, ევროკავშირი კვლავაც ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ მის საზღვრებში“, - განაცხადა მოგერინის წარმომადგენელმა მაია კოჩიანჩიჩმა.

ცხინვალში 9 აპრილს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველსავე ტურში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის „ედინაია ოსეტია“-ს კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. მას მხარი არჩევნებში მონაწილეთა 57.98%-მა დაუჭირა. იმავე დღს ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმიც სამხრეთ ოსეთისა და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხზე. სახელის შეცვლას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 78.2%-მა დაუჭირა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]