weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

2019 წელს თბილისში მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეა გაიმართება

17:52 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

2019 წელს თბილისში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ასამბლეის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ რომში მიიღეს.

ქუცნაშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაკავებულია ევროპული რელიგიის, მართლმადიდებლობის ღირებულებების პროპაგანდით.

პირველ რიგში, ეს გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, მეორე - მნიშვნელოვნად გაზრდის რელიგიური ტურიზმისადმი ინტერესს. რელიგიური ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტერია. მესამე,

ეს გახლავთ დამატებითი პლატფორმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საზღვრებთან ერთად აღიარებს და იცავს საეკლესიო საზღვრების მთლიანობას, ეს არის მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა.

ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი იმისა, რომ მოსკოვის პატრიარქმა კირილმა არ აღიარა რეგიონების ეკლესიების დამოუკიდებლობა. მან თავიდან ბოლომდე დაიცვა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია, თუმცა გვაქვს  მეორე სამწუხარო პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მედვედევ/პუტინის სახით არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა, რომ ეკლესიის წარმატებული მაგალითი გამოყენებული იყოს საერო ხელისუფლებასთან მიმართებაშიც“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს პარლამენტს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს. დელეგაციას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ადა მარშანია, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ზვიად ძიძიგური და მამუკა ჩიქოვანი არიან.

ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტიდან 25 ქვეყანაა გაერთიანებული. 2014 წელს საქართველო ორგანიზაციის განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად, 2015 წელს კი საერთაშორისო სამდივნოს წევრად აირჩიეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]