weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

18:10 კვირა, 24 მარტი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერვე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ ვაშაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო. ოფიციალურად მას ეს სტატუსი მას შემდეგ აღარ ჰქონდა, რაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ერთი კვირის წინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას თავმჯდომარე სჭირდებოდა და ამ თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს, რადგან ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა ვაშაძის პოტენციალი კარგად აჩვენა.

„ამ პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე და მიშას ამისთვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი სჭირდება. ამ პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა“, – განაცხადა ყრილობაზე ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 40.48% (780 680 ხმა) მიიღო და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა.

გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი 2017 წელს გახდა. ამავე წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ ის ქუთაისის მერობის კანდიდატად წარადგინა. ვაშაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად მეორე ტურში გავიდა, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. 2008 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე გრიგოლ ვაშაძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი იყო, 2008-2012 წლებში კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]