weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

კობა ნაყოფია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი გახდა

19:12 კვირა, 24 მარტი 2019 hits 1496

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერვე ყრილობაზე პარტიის აღმასრულებელ მდივნად, პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია აირჩიეს.

ნაყოფიას განცხადებით მას აქვს მენეჯმენტში გამოცდილება და იზრუნებს, რომ პარტიამ საზოგადოებრივი პროექტები განახორციელოს.

„მეამაყება, რომ ვიყავი ვარ და ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ღირებულებითი თანხვედრა არის ჩემს თანამებრძოლებთან. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გააქტიურებას, კარგი გამოცდილება მაქვს მენეჯმენტის. მე ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება ახალი ძალა, ბევრი ახალი ადამიანი, სჭირდება ბევრი ახალი საზოგადოებისთვის საინტერესო პროექტი“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ამავე ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე იქნა არჩეული, ხოლო პარტიის აღმასრულებელი ორგანოს – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ – ნიკა მელია.

დღესვე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრები, ოთხი წლის ვადით, გახდნენ სანდრა რულოვსი, ზაალ უდუმაშვილი, მამუკა ჩიქოვანი, მურთაზ ზოდელავა, დიმიტრი შაშკინი, ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილი, ბადრი ბასიშვილი, ნიკა ვაჩეიშვილი და ლელა ჯავახაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]