weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გადავწყვიტე, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად კენჭი არ ვიყარო – ანა დოლიძე

10:18 ორშაბათი, 25 მარტი 2019

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრას არ აპირებს. მისი თქმით, ის იუსტიციის საბჭოში რჩება და სამართლიანობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

„საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არ ვიყარო კენჭი მაჟორიტარად მთაწმინდის ოლქში. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ერთი წლის წინ, იუსტიციის საბჭოში წევრობის მომენტიდან, მე წამოვიწყე დიდი ბრძოლა სამართლიანობისთვის საქართველოში. ახლა, როდესაც მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ვდგავართ სერიოზული რისკის ქვეშ, რომ სამართლიანობას საბოლოოდ დაეპატრონება ერთი ჯგუფი, მურუსიძე- ჩინჩალაძის სახელით, როგორც არასდროს სჭირდება ამ ბრძოლას ყველა ძალის კონცენტრირება, რომ მივიყვანოთ ბოლომდე.

ამიტომაც, გადავწყვიტე, რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება.

მეტიც - ვფიქრობ და მზად ვარ, რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისთვის. მე და ნაზი ჯანეზაშვილს მხოლოდ ყველა თქვენგანის მხარდაჭერით თუ გამოგვივა რამე“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

№1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. კენჭისყრა ჩატარდება 31 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 43 868 ამომრჩეველი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]