weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ 5 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა

13:45 ორშაბათი, 25 მარტი 2019

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში რიგგარეშე არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები წარადგინა. ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება.

„გიორგი შენგელიას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. უკანასკნელ პერიოდში ის ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა და დარწმუნებული ვართ, მისი მერობის პირობებში, ჩვენი საამაყო ქალაქი, ზუგდიდი განვითარების ახალ იმპულსს შეიძენს.

მარნეულში მინდა წარმოგიდგინოთ ზაურ დარგალის კანდიდატურა. ბატონი ზაური არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა. ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. ის არის ნათელი სახე - ეთნიკურად აზერი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი. გვჯერა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ასეთივე წარმატებით გაუძღვება.

ზესტაფონში მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იქნება. ის წლების მანძილზე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, იგი პრინციპულად უპირისპირდებოდა „ნაცმოძრაობის“ არადემოკრატიულ რეჟიმს. გიორგიმ კარგად იცის, რა სჭირდება ზესტაფონს, რა გამოწვევები და პოტენციალი აქვს ამ მუნიციპალიტეტს და ვართ დარწმუნებული, რომ მასთან ერთად, ზესტაფონის წინაშე არსებულ პრობლემებს სწრაფად გადავჭრით.

ჭიათურაში ჩვენი კანდიდატი გივი მოდებაძე იქნება. ბატონმა გივიმ ასევე კარგად იცის ჭიათურის გამოწვევები და პოტენციალი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული მერი, რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში ამ მუნიციპალიტეტის განვითარებას.

ხულოს მერობის კანდიდატი იქნება ვახტან ბერიძე. ის ზედმიწევნით კარგად იცნობს ხულოს. ის ბოლო დრომდე ამ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ მხარეს აქვს უდიდესი კულტურული, ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდის კოორდინირებული მუშაობით, ამ პოტენციალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]