weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

როცა ეკლესია ძლიერი იყო, მაშინ იყო ძლიერი სახელმწიფო – ზურაბიშვილი

17:01 ორშაბათი, 25 მარტი 2019

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ავტოკეფალიის აღდგენა წინ უსწრებდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას და რომ არა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, არ ვიცით, როგორი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

„საქართველოს სახელმწიფო მუდამ თავისი ეკლესიის სიძლიერეს მიჰყვებოდა. როცა ეკლესია ძლიერი იყო, მაშინ იყო ძლიერი სახელმწიფო. ამდენად, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ, 106 წლის განმავლობაში, ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]