weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლადო კახაძემ გვიღალატა და შევარდნაძის ბანაკში მოადინა ტყაპანი – ნათელაშვილი

23:08 ორშაბათი, 25 მარტი 2019

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ლადო კახაძე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა, 1998 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნა, თუმცა მალევე კახაძემ „ლეიბორისტებს“ უღალატა და შევარდნაძის ბანაკში გადავიდა.

„98 წელს ეს ბატონი მოიყვანეს ჩვენთან, როგორც წარჩინებული გინეკოლოგი, ექიმი, ქალბატონების იმედი და მეც აღფრთოვანებულმა იმით, რომ გამოადგებოდა დედაქალაქს, მედიცინას, საზოგადოებას, ჩავწერე სიაში და დავნიშნე, პირდაპირი გაგებით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ, საიდანაც რამდენიმე თვეში ტყაპანი მოადინა შევარდნაძის ბანაკში და უღალატა პარტიას, უღალატა იმ ხალხს, ვინც ის აირჩია დედაქალაქის დეპუტატად და საკრებულოს თავმჯდომარედ. ივანიშვილს ალბათ, მოღალატე „ლეიბორისტების“ გარდა აღარავინ აღარ დარჩა, ყველა გამოექცა, კიდევ გამოექცევა და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ისინი“, – განაცხადა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

შალვა ნათელაშვილის ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ლეიბორისტულ პარტიაში დიდხანს ვერცერთი ადამიანი გაძლებდა, მითუმეტეს, ლადო კახაძე.

ლადო კახაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 1998-2002 წლებში იკავდებდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კახაძე პაატა ბურჭულაძის პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი ტეპუტატობის კანდიდატი იყო. მან მხოლოდ 618 ხმა (2.65%) მოაგროვა. ცესკოს მონაცემებით, ლადო კახაძეზე მეტი ხმა მიიღეს გრიგოლ ბარამიძემ, ლადო სადღობელაშვილმა, ნიკოლოზ რურუამ, თამარ კორძაიამ, დავით თევზაძემ, ნიკოლოზ ფრუიძემ და სალომე ზურაბიშვილმა. 10 350 ხმით (44.42%) პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]