weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2021

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ მშობლის თანხმობით ჩატარდება – კილაძე

14:50 სამშაბათი, 26 მარტი 2019 hits 719

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კონსულტაციების საფუძველზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის 35-ე მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სკოლებში სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში.

„არააერთხელ მითქვამს, რომ ის და იმ ფორმებით, რაც მოვისმინეთ ქალბატონი ხატია ახალაიასგან იყო მიუღებელი და რომ არ გამოიწვიოს საზოგადოებაში ასეთი მღელვარება და რომ არ გვქონდეს საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირების კერები, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩაგვეწერა ეს მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთანაც.

თუ რომელიმე მშობელს უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს მას შეუძლია, ოღონდ მან უნდა მისცეს თანხმობა. მაგრამ ვისაც არ აქვს ამის სურვილი და ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება“, – აღნიშნა კილაძემ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა. მისი ავტორები აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა არიან. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]