weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მდინარაძემ ჩემზე მომზადებული მესიჯი შეცდომით მე გამომიგზავნა – ბესელია

18:13 სამშაბათი, 26 მარტი 2019

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მას შეცდომით გაუგზავნა მესიჯი, რომელიც მმართველ გუნდში მასთან დაკავშირებით შეიმუშავეს.

„მამუკა მდინარაძე ჩემთან დაკავშირებით მომზადებულ მესიჯს გზავნიდა იქ, სადაც იგზავნება ხოლმე მესიჯები და მოვიდა ჩემს WhatsApp-ში. ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება, რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე. რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ შეცდომით გამოაგზავნა. ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი, დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები,  რას დაემსგავსნენ, დამწკრივდნენ და დილიდან აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს. ზუსტად იგივეა გამოგზავნილი, რაც ილაპარაკა მდინარაძემ კობახიძემ, ვოლსკიმ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ბესელიას შეტყობინება შეცდომით მართლაც გაუგზავნა.

„დიახ, იყო ასეთი ფაქტი. ხშირად დამმართნია მეც და ალბათ, თქვენც, როცა შეცდომით მესიჯი გადაგიგზავნია. ნინო წილოსანმა მკითხა, რა პოზიციები იყო დღეს, რა მესიჯები გახმოვანდა. ჩამოყრილი მქონდა და ვუთხარი, ახლავე ჩაგიგდებ-მეთქი. წინ ვეჯექი, მის ოთახში. ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და შეცდომით ეტყობა, გადავუგზავნე“, – ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ეკა ბესელიას სიტყვები, რომ ამ მესიჯისთვის მას ბოდიში მოუხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]