weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პოეტმა დავით მაღრაძემ 13 აპრილს „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება დააანონსა

16:10 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ 13 აპრილს მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრება გაიმართება. როგორც მაღრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, მოძრაობაში მიიღებენ ყველას, ვინც მზად არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა.

„მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონიაში, „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო. შევეცადოთ, შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც“, – აღნიშნა მაღრაძემ.

მისივე თქმით, ეს არ იქნება მხოლოდ საორგანიზაციო შეკრება და ის ფილარმონიაში ფართო საზოგადოებას იწვევს.

„განსაკუთრებით მინდა ყურადღებით მოეკიდოს ამას ჩვენი ახალგაზრდობა, რადგან ეს მოძრაობა წარმომიდგენია, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტა, რომლის დროშაც ჩვენმა შემდგომმა თაობამ უნდა ატაროს. მინდა გისურვოთ, რომ გათენდეს თავისუფალი დღე საქართველოში“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]