weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყველაფერს გავაკეთებთ რომ კანონმა ვერ იმუშაოს – „გირჩი“ კანაფის მოხმარებაზე ტესტირებას აპროტესტებს

12:26 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

პარტია „გირჩი“ ეხმაურება 1-ლი აპრილიდან ასამოქმედებელ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული ნივთიერების, მათ შორის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მართვა ჯარიმით ანდა ერთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ამასთან, სამართალდამცავები მძღოლებს მარიხუანას მოხმარებაზე ადგილზევე, ნერწყვით შეამოწმებენ. როგორც „გირჩი“ აცხადებს, საქართველოს ათობით ათას მოქალაქეს კრიმინალად გამოცხადება და პატიმრობა ემუქრება.

„ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოიტანა სპეციალური ტესტები, რომლებიც ადგენს ადამიანის ნერწყვში ამა თუ იმ ნარკოტიკული ნივთიერების არსებობას და რომ ეს ტესტი ადგენს, ადამიანს მოხმარებული აქვს თუ არა კანაფი უკანასკნელი 8 საათის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ორშაბათიდან ამ ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე, რომლებიც, სხვადასხვა რეგულარობით, მოიხმარენ კანაფს ღამის საათებში (ეს ქმედება უკვე რამდენიმე თვეა ლეგალურია ამ ქვეყანაში) და დილით საკუთარი ავტომობილით მიემართებიან სამსახურისკენ, სახელმწიფოს მიერ ცხადდება კრიმინალად და თითოეულ მათგანს ემუქრება 1 წლიანი საპატიმრო სასჯელი. ციხე! ეს საფრთხე გვემუქრება ჩვენც, „გირჩის“ წევრებს და ჩვენი აზრით, სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება ჩვენნაირი ადამიანებისადმი არის გაუაზრებელი, არაადამიანური, ამორალური, არამეცნიერული და ძალიან საშიში“, – ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

პარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის აღსრულება კანაფთან მიმართებაში, ხოლო პარლამენტს სთხოვს, უმოკლეს ვადაში შეცვალოს კანონმდებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვასთან დაკავშირებით. „გირჩი“ მიიჩნევს, რომ კანაფთან მიმართებაში გამოყენებული უნდა იყოს ალკოჰოლთან მიმართებაში არსებულის იდენტური მიდგომები.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, წინასწარ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლას, არც ხელოვნურად კრიმინალებად ქცევას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კანონის ამ მუხლმა ვერ იმუშაოს, აზრი დაკარგოს და არცერთი ადამიანი არ მოხვდეს ციხეში იმის გამო, რომ ღამით, მეგობრებთან ერთად კანაფი მოიხმარა“, – აცხადებს „გირჩი“.

2019 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შევა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]