weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება – ბახტაძე

15:20 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019 hits 665

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების სიმცირე ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ გამოწვევად რჩება და რამდენიმე წელში აღნიშნული პრობლემა ბოლომდე უნდა მოგვარდეს. მისივე თქმით, 2019 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება.

„დღეს მთავრობაზე გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განათლების რეფორმის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღების სიმცირე არის ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ფიქსირდება. ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი ვერ წვდება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის განხორციელებას, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მის სისტემაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მხოლოდ მიმდინარე წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 60-მდე ახალი ბაღის მშენებლობას დაიწყებს, რომლის განსახორციელებლადაც ჩვენ გამოვყოფთ 60 მილიონ ლარამდე ინვესტიციას“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მცირე ზომის საბავშვო ბაღებისთვის, სადაც ბავშვთა რაოდენობა 50-ზე მეტი არ იქნება, თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, დიდი ბაღების შემთხვევაში კი ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით ისარგებლებენ.

„ბაღების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია. მე მაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან ყველა რეგიონში და ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის ბაღების სიმცირე. ამ ინვესტიციების შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ, ბოლომდე მოვაგვარებთ ამ პრობლემას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]