weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქრთამის აღების ბრალდებით მარნეულის საკრებულოს წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს

17:33 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

სამართალდამცავებმა „ერეთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რაგიმ ასკეროვი დააკავეს. გამოძიება მას 3000 ლარის ქრთამის სახით აღებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ რაგიმ ასკეროვი მოქალაქე შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა.

„შ. მ. და რაგიმ ასკეროვი ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს, მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა. სამართალდამცველებმა რაგიმ ასკეროვი მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაგიმ ასკეროვი მარნეულის მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს წევრია. პირველად საკრებულოს წევრად ის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგად, მეორედ კი 2016 წელს აირჩიეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]