weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხელისუფლებაში პრივილეგირებული პიროვნებები არ არიან – ბახტაძე მინისტრის აგარაკის გაქურდვაზე

18:05 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში პრივილეგირებული პიროვნებები არ არიან.

„თქვენ განაცხადეთ, რომ ვითომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაადასტურა ეს საკითხი თუ დამალა და ა.შ. შს სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ეს ინფორმაცია არის საჯარო. თუ იმას მეკითხებით, რატომ მაინცდამაინც რომელიმე მინისტრის სახლი, ჩემი პასუხი იქნება, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არ არიან პრივილეგირებული პიროვნებები. ასეთი რაღაცა ყველგან შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი ქობულიას აგარაკი წყნეთში 16 მარტს გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა მამაკაცმა მინისტრის აგარაკზე უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]