weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

17:25 პარასკევი, 29 მარტი 2019

პოლიტიკური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი პოლიტიკაში მიდის. ამ საკითხზე ანზორ ბიწაძემ „რადიო პალიტრის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ მეტ საჯაროობაზე გადადის.

„მალე დაგეგმილია პარტიის მორიგი ყრილობა და ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. ეს საინტერესო იქნება ჩვენი ოპონენტებისთვისაც და მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც არის. ჩემი აზრით მდგომარეობა სახარბიელო არ არის. ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად გააქტიურდეს ჩვენი პარტიული ორგანიზაცია, ჩვენი მხარდამჭერები, ის ადამიანები, ვისაც სჯერა იმ გზის, რომელსაც ვთავაზობთ. გვაქვს ყველა მიმართულებით შემუშავებული ძალიან სერიოზული პროგრამა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამზადდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ 3 წელი გავიდა და აქტუალობა არცერთ პუნქტს არ დაუკარგავს“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ანზორ ბიწაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მეოთხე ნომერი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]