ემიგრანტებმა სააკაშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, რაზეც მან უპასუხა, რომ აპირებს, თუ ამას საქართველოს გამოფხიზლება მოჰყვება.
„ამ სცენარისთვისაც მზად ვარ, თუ ამას მოჰყვება საქართველოს გამოფხიზლება, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხართეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა. ეს იგივეა, მშობელს რომ შვილს უკლავენ და ამას წყნარად ვუყურო. ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის იმ ყველაფრის პირმშო, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ამ სახელმწიფოს ახლა კლავენ, ანადგურებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.