weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ნამდვილად არ ვაპირებ წამოვწვე მხართეძოზე და ვუყურო როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა – სააკაშვილი

21:53 შაბათი, 30 მარტი 2019

„ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ემიგრანტებმა სააკაშვილს ჰკითხეს, აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას, რაზეც მან უპასუხა, რომ აპირებს, თუ ამას საქართველოს გამოფხიზლება მოჰყვება.

„ამ სცენარისთვისაც მზად ვარ, თუ ამას მოჰყვება საქართველოს გამოფხიზლება, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხართეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა. ეს იგივეა, მშობელს რომ შვილს უკლავენ და ამას წყნარად ვუყურო. ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის იმ ყველაფრის პირმშო, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ამ სახელმწიფოს ახლა კლავენ, ანადგურებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]