weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზვიად გამსახურდია ქვეყნიდან განვდევნეთ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი – ვაშაძე

14:28 კვირა, 31 მარტი 2019

„შეცდომა, რომელიც ერმა დავუშვით იყო ის, რომ ზვიად გამსახურდია ქვეყნიდან განვდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.

„31 მარტი ერთდროულად საზეიმო და ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ამ დღეს, მან დიდი ხნის ნანატრი სასწაული დაუბრუნა ქართველ ხალხს. ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობის აღდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც ამას შემდეგ მოჰყვა, გაკვეთილი უნდა გახდეს ჩვენი მომავლისთვის. არ არსებობს შეცდომა, რომელიც ჩვენ 90-იანი წლების განმავლობაში როგორც ერმა არ დავუშვით. იმაზე აღარც ვლაპარაკობთ, რომ თითქმის ერთხმად არჩეული საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენის წამყვანი ძალა მერაბ კოსტავასთან ერთად, მთლიანად ეროვნული მოძრაობა, დევნილობაში ვამყოფეთ და ქვეყნიდან განვდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. იმედია, როდესმე ჭკუას ვისწავლით და დავიმახსოვრებთ, რომ ქართველებს ერთმანეთზე ახლოს არავინ გვყავს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილე დღეს აღინიშნება. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო ქართული დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის აპრილში აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად. იგი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. 1994 წელს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით განაახლა, თუმცა პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებები დღემდე დაუდგენელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]