weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყველაფერს გავაკეთებთ რომ „მიმდინარეობს გამოძიება“ იშვითად გამოვიყენოთ – გახარია

11:50 ორშაბათი, 01 აპრილი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ სულ უფრო იშვიათად იქნეს გამოყენებული.

„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს აუცილებლობა და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“. მერწმუნეთ, რომ ეს არის ჩვენთვის გამაღიზიანებელი არა, უბრალოდ დამამცირებელი. თუმცა ობიექტური რეალობაც გვესმის, რომელსაც ვერ გავექცევით. აქედან გამომდინარეობს ის რეფორმები, რომელსაც საგამოძიებო კომპონენტის გარდაქმნაში ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ ყოველდღიურად, ყოველთვიურად სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე პასუხისმგებელი პირების მიერ“, – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, სადაც მას კითხვა გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებზე დაუსვეს.

მისივე თქმით, თითოეული ეს საქმე კომპლექსური თემაა, რასაც მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძალიან მკაფიო და ეფექტური მუშაობა სჭირდება.

„ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა და კიდევ ბევრი. ამიტომ ჩვენ ნაწილს, ფუნქციას აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ კოლეგებთან ერთად ვეცდებით, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]